fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი თავს ცნობილ ექიმად ასაღებდა, რომ ზაფხულის მანძილზე სასტუმროებში უფასოდ დაესვენა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 65 წლის ბერძენი დააკავა, რომელმაც სრულიდ უფასოდ დასვენება ისურვა ზაფხულის მანძილზე და ამისთვის თაღლითობის გზას მიმართა. როგორც ირკვევა, მან არც მეტი, არც ნაკლები, 14 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით მშვენიერი შვებულება მოიწყო, სასტუმროებში უფასოდ ეძინა, ხოლო რესტორნებში უფასოდ მიირთმევდა.

საუბარია ბერძენზე, რომელიც თავს ცნობილ ექიმად ასაღებდა, სასტუმროს ჯავშნიდა, შემდეგ სხვადასხვა რესტორნებს სტუმრობდა და როდესაც თანხის გადახდის დრო დგებოდა, ამბობდა, რომ საფულე დარჩენოდა, საბანკო ბარათები კი, სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემის გამო არ მუშაობდა. მაგრამ ადასტურებდა, რომ წარმატებული ექიმი იყო და აუცილებლად იპოვიდა გზას, თანხის დასაფარად, უბრალოდ, იმ მომენტისთვის მოთმინება უნდა გამოეჩინათ.

მისდა სამწუხაროდ, თაღლითური ქმედებები მაშინ გამოვლინდა, როცა მამაკაცს რესტორნის მეპატრონემ უჩივლა და შემდეგ დადგინდა, რომ მისი “მსხვერპლი” გახდა კიდევ სამი რესტორანი და ერთი სასტუმრო.

65 წლის მამაკაცი დააკავეს და ხალკიას განყოფილებაში გადაყვანეს, შესაბამისი ბრალდებით.

onalem

ტესტ