fbpx
საბერძნეთი

ათენი: 11 წლის ბავშვს, რომელიც პარკში თამაშისას ძირს დაეცა, დენმა დაარტყა და სასწაულებრივად გადარჩა

წარმოუდგენელი შემთხვევა ათენში, კერძოდ, ნეა იონიაში მოხდა. აღნიშნულ უბანში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო პარკში 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად იმყოფებოდა, ის მეგობრებთან ერთად თამაშობდა, რაღაც მომენტში კი, ძირს დაეცა და შემთხვევით დენის ბოძს შეეხო, რომელზეც მავთულები იყო ჩამოკიდებული, ყოველგვარი დამცავის გარეშე.

როგორც ირკვევა, ბავშვს დენმა დაარტყა და ვინაიდან ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა გულის არეში, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა შემოწმების შედეგად განაცხადეს, რომ ბავშვს დენმა დაარტყა და ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა.

“ექიმებმა გვითხრეს, რომ რომ არა მისი ასაკი და ფიზიკური აღნაგობა, შეიძლებოდა, ცოცხალი არც ყოფილიყო. ასევე, შეიძლებოდა, რომ არა ბოძს, არამედ თავად იმ კაბელებსა და მავთულებს შეხებოდა, რომლებიც უშუალოდ დენს ატარებდა და იქ ნამდვილად ვეღარ უშველიდა ვერანაირი ფიზიკური მონაცემები.

ახლა კარგად არის, უბრალოდ მარჯვენა მხარეს, კიდურებზე დაბუჟება აღენიშნება,” ამბობს მისი მამა.

ცალკეული საკითხია, თუ როგორ არის შესაძლებელი სადენები ასე თავისუფლად იყოს ბოძზე, დამცავის გარეშე, იქ, სადაც ბავშვები თამაშობენ და თავისუფლად შეიძლება, რომ შეეხონ მათ.

onalem

ტესტ