fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 60.000 ევროს ჯარიმა მამაკაცს, რომელმაც ცხენი თოკით დააბა და დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, უზარმაზარი რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს 30 წლის მამაკაცს, რომელმაც ვოლოსში საკუთარი ცხენი შეიწირა.

როგორც ირკვევა, დაბმულ მდგომარეობაში იპოვეს ორი ცხენი, რომელთაგან ერთი დამხრჩვალი იყო, ხოლო მეორე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ადგილობრივებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია და ცხენების 30 წლის პატრონი, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ცნობებით, მამაკაცს შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანენ, ხოლო პარალელურად, დაეკისრა 60.000 ევროს ოდენობის ჯარიმა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა, რომლის განცხადების მიხედვითაც ერთ-ერთი ცხენი იმავე თოკში გაეხვია, რომლითაც დაბმული იყო და დაიხრჩო, ხოლო მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვეს.

onalem

ტესტ