fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მორწმუნემ, რომელმაც 58 სანთელი აანთო, კინაღამ ტაძარი გადაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლარისაში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მოხდა, სადაც მორწმუნე ქალი სანთლის ასანთებად მივიდა. ყველას გასაოცრად, მან არა ერთი ან ორი, არამედ 58 სანთლის ანთება ისურვა.

როგორც ირკვევა, მას გარეთ ელოდებოდა მისი მეგობარი, ამავე ეკლესიის მრევლი და ვინაიდან საკმაო ხნის მანძილზე არ გამოვიდა სამლოცველოდან, საჭირო გახდა შიგნით შესულიყო და ენახა, თუ რას აკეთებდა ქალი. მისდა გასაკვირად, ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ქალს 58 სანთელი აენთო და ვინაიდან სამლოცველო საკმაოდ პატარა იყო, ჩანდა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, ხანძარი გაჩენილიყო.

საბედნიეროდ, მამაკაცმა სანთლების ჩაქრობა დაიწყო, სხვა შემთხვევაში, ხანძარი გარდავალი იქნებოდა და ტაძარი გადაიწვებოდა.

ეკლესიის მოძღვარმა მრევლს მიმართა, რომ მხოლოდ 1 სანთელი აენთო თითოს, რადგან ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ტაძარი შესაძლოა ვერავინ იხსნას დაწვისგან.

onalem

ტესტ