fbpx
საბერძნეთი

გეორგია ბიკას ექსპერტიზის პასუხები ცნობილია – რა აჩვენა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ?!

გავრცელებული ინფორმაციით, გეორგია ბიკას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია.

ექსპერტიზის პასუხში გარკვევით არის აღნიშნული, რომ ბიკას ორგანიზმში არ აღმოჩნდა არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო ალკოჰოლის რაოდენობა, რომლის არსებობაც ნამდვილად დადგინდა, ძალიან ცოტაა.

ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მტკიცებისა, არ დადგინდა მის სხეულში ნარკოტიკული საშუალებების არსებობა, შესაბამისად, არც ე.წ. “გაუპატიურების აბი”.

მიუხედავად ამ შედეგებისა, 24 წლის ბიკას ტექნიკური კონსულტანტი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანალიზის ჩატარების დრო, ვინაიდან წამლები ადამიანის ორგანიზმიდან 12 საათში უკვე გამოიყოფა, ხოლო სინჯები აღებულ იქნა ამ დროის გასვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დიმიტრის გალენტერი დამატებითი გამოკვლევის ჩატარებას ითხოვს.

საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, ბიკა კი, უკან დახევას არ აპირებს.

 

onalem

ტესტ