fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალმა ექიმის გარეშე იმშობიარა, რადგან კოვიდი დაუდგინდა

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს ყველაფერი 2022 წელს ევროპულ ქვეყანაში ხდება. ირკვევა, რომ კოზანში ქალბატონმა, რომელსაც მშობიარობა დაეწყო, საავადმყოფომდე მიაღწია, მაგრამ შესაბამისი დახმარება ვერ მიიღო, რადგან კოვიდით იყო ინფიცირებული.

მისი თქმით, როგორც კი კოვიდ-19 დაუდგინდა, საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როდესაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ჯერ კლინიკას მიმართა, სადაც დაგეგმილიც ჰქონდა მისვლა, მაგრამ იმის გამო, რომ კორონავირუსი აღმოჩნდა, არ მიიღეს. შემდეგ კოზანის საავადმყოფოს მიმართა, სადაც გინეკოლოგი არ იყო და ვერც იქ აღმოუჩინეს დახმარება.

საბოლოოდ, ის პტოლეიმაიდაში, “ბოდოსაკიოს” საავადმყოფოს კოვიდ-განყოფილებაში მივიდა და სპეციალურ კონტენიერში შევიდა, სადაც, ჩვეულებრივ, ინფიცირებულები იცდიან. ვინაიდან გინეკოლოგი იმ დროისთვის სხვა ქალს ეხმარებოდა მშობიარობაში, შემდეგ კი, სპეციალური დამცავი აღჭურვილობა უნდა ჩაეცვა, რომ მასთან მისულიყო, ვერ მოასწრო და ამასობაში ქალმა ბავშვი მარტომ გააჩინა.

 

onalem

ტესტ