fbpx
საბერძნეთი

როგორი იქნება 2022 წლის ზაფხული საბერძნეთში? ვასილის კიკილიას განცხადებები

ვასილის კიკილიამ ტელეკომპანია Open-თან საბერძნეთში ტურიზმსა და 2022 წლის ზაფხულზე ისაუბრა, რომელიც საკმაოდ მომგებიანი ჩანს ქვეყნისთვის.

კიკილიას განცხადებით და რა თქმა უნდა, ტურისტული კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს საბერძნეთს ორჯერ მეტი ტურისტი ეყოლება, 2021 წელთან შედარებით. გერმანული კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ გასულ წელს ამ კომპანიამ (TUI) 1.5 მილიონი ტურისტი ჩამოიყვანა საბერძნეთში, 2022 წელს მათ რიცხვს 3 მილიონამდე გაზრდის.

კრუიზები 1 აპრილის ნაცვლად 1 მარტს დაიწყება თესალონიკისა და პირეას პორტებიდან და როგორც ჩანს, არსებობს მოთხოვნა, რომ ისინი შემოდგომამდე გაგრძელდეს.

კიკილიას თქმით, ტურისტები ირჩევენ საბერძნეთს, რადგან ფაქტია, რომ ქვეყანა დიდი წარმატებით გაუმკლავდა ჯანმრთელობის კრიზისს და უკვე ყველამ იცის, რომ აქ ჩამოსვლა უსაფრთხოა.

onalem

ტესტ