fbpx
საბერძნეთი

შვილის მკვლელობაში ბრალდებული რულა პისპირიგუს ოჯახის წევრები სამსახურებიდან გაათავისუფლეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რულა პისპირიგუ შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მისი მეუღლე, მანო დასკალაკი და ასევე მისი და, დიმიტრა პისპირიგუ, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

დიმიტრა პისპირიგუ და მათი დედა რულას მოსანახულებლად ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო წუთამდე დაუჭერენ მხარს ქალს და არ სჯერათ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების.

რულას დედა აცხადებს, რომ მხოლოდ მათ იციან როგორი დედა იყო მისი შვილი, ვინც მას რეალურად იცნობს, უსაზღვროდ უყვარდა შვილები და აღნიშნავს იმასაც, რომ რულას ქმრის ბავშვების გზით შენარჩუნება რომ ნდომოდა, ჯორჯინას დიდხანს “აცოცხლებდა”. ანუ ქალი გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი, რაშიც რულას ადანაშაულებენ, ლოგიკისგან შორს არის.

onalem

ტესტ