fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთში შესაძლოა აუცრელობისთვის უკვე გამოწერილი 100 ევროიანი ჯარიმებიც გაუქმდეს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, რომ შესაძლოა მომდევნო პერიოდში გაუქმდეს ის ჯარიმებიც, რომლებიც 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აუცრელობისთვის გამოეწერათ.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 15 აპრილიდან ოფიციალურად შეწყდება აუცრელობის მიზეზით ჯარიმების გამოწერა, სულ მალე გამოვა, მაგრამ ამასთან ერთად, დიდია ალბათობა იმისა, რომ უკვე გამოწერილი ჯარიმებიც გაუქმდეს.

პლევრიმ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ მათთვის, ვინც გადაწყვეტს და აიცრება უახლოეს დღეებში, გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც იანვრის შემდეგ გამოწერილა.

“ამ ღონისძიების ამოქმედების შედეგად 300.000-მდე ადამიანი აიცრა, რაც ნიშნავს, რომ ამდენივე სიცოცხლე გადარჩა. ზაფხულისკენ მიმავალ გზაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეანიმაციულ განყოფილებებზე ზეწოლა საგრძნობლად არის შემცირებული. მინდა ასევე კომენტარი გავაკეთო ჯანდაცვის წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ დრომდე უარობენ ვაქცინის მიღებას – ადამიანები, რომლებიც უარყოფენ მეცნიერებას, არ შეიძლება უზრუნველყოფდნენ ჯანდაცვის სერვისებს,” ამბობს მინისტრი.

onalem

ტესტ