fbpx
საბერძნეთი

ცნობილმა ადვოკატმა, აპოსტოლოს ლიტრამ რულა პისპირიგუს დაცვაზე უარი განაცხადა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 9 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული რულა პისპირიგუ კერძო ადვოკატის გარეშე დარჩა. მის დაცვაზე ცნობილმა კრიმინალისტმა, აპოსტოლოს ლიტრამ, უარი განაცხადა.

როგორც ირკვევა, აპოსტოლოს ლიტრამ საკუთარ თავზე აიღო, წარმოადგინოს მშობლები და დაეხმაროს გამოძიებას ყველაფრის სწორად წარმართვაში, მაგრამ უარს აცხადებს, რომ დაიცვას რულა პისპირიგუ იმ კონკრეტული ბრალდებით, რომელიც ამჟამად აქვს წაყენებული.

მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ ზოგადად, ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, წარმოდგენილი იყოს ადვოკატის მიერ და უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემა არა მხოლოდ ბრალდებულის უფლება, არამედ სამართლებრივი კულტურის ნიშანიც.

დღეს პისპირიგუ საგამოძიებო განყოფილებაში კვლავ გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს, გარეთ შეკრებილი ხალხი კი, მას მკვლელს და სხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა.

onalem

ტესტ