fbpx
საბერძნეთი

ზაფხულის ხანძრები საბერძნეთში რუსული გიგანტის, Beriev-ის გარეშე – რას აპირებს საბერძნეთი?!

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საბერძნეთში საუბარი დაიწყო რუსული სახანძრო თვითმფრინავის საკითხზე. როგორც ხრისტოს სტილიანიდი განმარტავს, ცხადზე ცხადია, რომ ამ ზაფხულს საბერძნეთს ხანძრებთან რუსული გიგანტის გარეშე მოუწევს გამკლავება. ეს არის ყველაზე დიდი სახანძრო თვითმფრინავი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა ხოლმე ხანძრების კრიზისის დროს საბერძნეთში.

“ჩვენ ყოველთვის გვყავდა Beriev-ი ხანძრებთან საბრძოლველად, მაგრამ ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ამიერიდან საბერძნეთი მას აღარ გამოიყენებს. მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ალტერნატივები.

ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, გამოსავლის საპოვნელად, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ მსგავსი ტიპის ხომალდი სხვა ქვეყნიდან. ვმსჯელობთ და მოლაპარაკებების პროცესში ვართ, რომ გამოვიყენოთ თვითმფრინავი, რომელიც მაგალითად დიდი წარმატებით გამოიყენება საფრანგეთში,” აცხადებს კლიმატური კრიზისების მინისტრი.

onalem

ტესტ