fbpx
საბერძნეთი

“უკრაინის დახმარება კირიაკოს მიცოტაკის საშიში შეცდომაა” – გეოპოლიტიკის პროფესორი, იანის მაზის

გეოპოლიტიკის პროფესორმა, იანის მაზიმ მედიასთან საბერძნეთის მიერ უკრაინის დახმარების საკითხზე ისაუბრა. მისი განმარტებით, უკრაინის მხარდაჭერა და მისთვის იარაღის მიწოდება კირიაკოს მიცოტაკის დიდი  და სახიფათო შეცდომა იყო.

“ჩემთვის არ არის მისაღები იმ ქვეყნის ქცევა, რომელმაც ყირიმის კამპანიისგან ვერაფერი ისწავლა და ამჯერად არ გააგზავნა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სრულიად გონუვრული და აუცილებელი იყო, არამედ მიაწოდა უკრაინას საბრძოლო იარაღიც, რუსი ჯარისკაცების დასახვრეტად. 

ეს ყველაფერი ძვირად დაგვიჯდება, ჯერ მხოლოდ ტურიზმის მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, საუკუნეების მანძილზე გადავიხდით იმ ნაბიჯებით, რომლებიც ეგეოსსა და კვიპროსში არანაირ სარგებელს არ მოგვცემს,” აცხადებს პროფესორი.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთმა უკრაინას საბრძოლო მასალა, კალაშნიკოვები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღები გაუგზავნა, რაც საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან.

ბერძენი საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ ომში უკრაინის მხარის დაჭერისთვის მიცოტაკის აკრიტიკებს და ფიქრობენ, რომ საბერძნეთმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.

onalem

ტესტ