fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტავერნის მფლობელი თანამშრომლების გადასარჩენად კედლის შენგრევას ცდილობდა

კალამატას მოსახლეობა ტავერნის ინციდენტით შეძრულია. აფეთქების შემდეგ, ცეცხლის ალმა 6 მეტრს მიაღწია და სწორედ ამ წუთებში ტავერნის სასოწარკვეთილი მფლობელი თანამშრომლებისა და ცოლის გადასარჩენად კედლის შენგრევას ცდილობდა.

მამაკაცს უნდოდა სამზარეულოში ჩაკეტილი ქალები გაეთავისუფლებინა, თუმცა, უკვე გვიანი იყო. აღნიშნული ადგილი ძალიან ვიწრო იყო და ისინი შიგნით მომწყვდეულები აღმოჩნდნენ.

შიგნით შესვლისას მეხანძრეებმა უკვე გარდაცვლილი ქალები იპოვეს, 53 და 46 წლის თანამშრომლები და ტავერნის მფლობელის 53 წლის მეუღლე. მამაკაცი თავადაც დამწვრობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას ფიზიკური დაზიანების გარდა შოკური მდგომარეობაც აღენიშნება.

მცირე დაზიანებები აქვს მიღებული 27 წლის თანამშრომელსაც.

Alpha-ის ინფორმაციით, ტავერნის მფლობელის მეუღლე გაზის ბალონის შეცვლას ცდილობდა, რა დროსაც გაზმა გაჟონა და ხანძარი გაჩნდა.

onalem

ტესტ