fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ჩვილს უიშვიათესი დაავადების სამკურნალოდ 1.800.000 ევროიანი წამალი უფასოდ გადაეცა

კრეტაზე რამდენიმე დღის დაბადებულ ბავშვს უიშვიათესი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. პატარას ზურგის კუნთების ატროფია აქვს, რაც უიშვიათესი გენეტიკური დაავადებაა და იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის გარეშე დარჩა, მისმა მძიმე ფორმამ შეიძლება გარდაცვალება გამოიწვიოს.

ვენიზელიოს საავადმყოფოში გადაყვანისას გაირკვა, რომ მისი სიცოცხლე ფაქტობრივად დამოკიდებული იყო სპეციალური წამალზე, რომლის ღირებულებაც 1.800.000 ევროა.

აღნიშნული საკითხი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა დირექტორთა საბჭოზე დააყენა და გადაწყდა, რომ ბავშვს წამალი უფასოდ გადაეცემა.

“ჩვენ რომ ძალისხმევა არ გამოგვეჩინა და ასე არ მოვქცეულიყავით, ბავშვი პარალიზებული დარჩებოდა,” ამბობს ბატონი კოსტას ტერზაკი.

 

onalem

ტესტ