fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსისგან 52 პაციენტი სრულიად გამოაჯანმრთელეს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში 52 პაციენტი კორონავირუსისგან სრულიად განიკურნა.

გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულებიდან ყველა მათგანი საავადმყოფოებში არ არის მოთავსებული, რადგან ამის საჭიროება არც დგას, ეს უდიდესი მიღწევაა ქვეყნისთვის. 52 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, საავადმყოფოებიდან გაწერეს და მათი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითს აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ვირუსისაგან განიკურნნენ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ვირუსით ინფიცირებული 1.061 ადამიანია, რომელთაგან 67 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორი დღის წინ ათენის “სოტირიას” საავადმყოფოდან 3 უმძიმესი პაციენტი მდგომარეობიდან გამოვიდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსეს. ისინი ვირუსთან ბრძოლას დამოუკიდებლად აგრძელებენ და რეანიმაციიდან გამოიყვანეს.

 

 

onalem

ტესტ