fbpx
პოლიტიკა

“წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლები, კარანტინი იქამდე გასტანს” – ადონის გეორგიადისი

ადონის გეორგიადისის განცხადებით, წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლები და მოსახლეობამ ამაზე არც უნდა იფიქროს.

“წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლები. კარანტინი მანამდე აუცილებლად შენარჩუნდება და უმჯობესია, რომ ეს ახლავე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის კრიზისს კარგად მართავს, ყველაზე უარესი იქნება მისი გადატანა გარეუბნებსა და სოფლებში. მოსახლეობას ვთხოვ, რომ 1 თვე მოთმინება გამოიჩინოს.”

გეორგიადისმა ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებულ ბიზნეს დაწესებულებებს გადაეცემათ სესხები და გადასანაწილებელი თანხა 1 მილიარდ ევროს უდრის.

ამრიგად, გადაადგილება აკრძალული იქნება სააღდგომო პერიოდშიც და მოსახლეობამ დღესასწაული კარანტინის პირობებში უნდა გაატაროს, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის.

 

onalem

ტესტ