fbpx
პოლიტიკა

“თქვენ არასწორი ქვეყანა აირჩიეთ ჩამოსასვლელად და საქურდლად” – მიხალის ხრისოხოიდი ემიგრანტებს

სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა მკაფიო განცხადებები გააკეთა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, პირველი შეეხებოდა ემიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთში უკანონოდ ცხოვრობენ და ჩადიან კრიმინალს და მეორე ექსარხიის “გაწმენდას”.

“თქვენ არასწორი ქვეყანა აირჩიეთ ჩამოსასვლელად და საქურდლად. ყველა ასეთი საბერძნეთს დატოვებს, მაგრამ მანამდე, ციხიდან არ გათავისუფლდებიან, რადგან საზოგადოება მაქსიმალურად იყოს დაცული კრიმინალისგან. გუშინ ომონიაზე მომხდარი მკვლელობის მთავარი გმირები ცნობილი დამნაშავეები არიან და მათ აუცილებლად დაიჭერენ. ასეთი ხალხი საბერძნეთიდან გაქრება.”

რაც შეეხება ექსარხიას, მინისტრმა აღნიშნა:

“ექსარხიაში უკანონობა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ნარკოტიკებით ვაჭრობით არიან დაკავებული და ა.შ. იქაურობა მარტამდე “გაწმენდილი” იქნება.”

როგორც უკვე ცნობილია, ექსარხია MAT-ის ოფიცრებმა დატოვეს და იქ ახლა გადამზადებული ოფიცრები პატრულირებენ, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების, დრონების და ყველა საჭირო აღჭურვილობის თანხლებით.

onalem

ტესტ