fbpx
პოლიტიკა

“ახალი ზომები ახალგაზრდებისთვის, უძრავი ქონების მფლობელებისა და საჯარო მოხელეებისთვის” – კირიაკოს მიცოტაკი

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, ელევსინადან ახალ ზომებს დააანონსებს, რომელთაც მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. აღნიშნული დაადასტურა მთავრობის სპიკერმაც, აკის სკერცოსმა დილის გადაცემაში საუბრისას.

როგორც ირკვევა, მთავრობის ახალი ზომები ეხებათ ახალგაზრდებს, უძრავი ქონების მფლობელებსა და საჯარო მოხელეებს.

“21 მაისს საარჩევნო ყუთში ჩვენი ხმის ჩაგდება გამოხატავს სიმბოლოს, გვინდა სვლა ევროპული მიზნებისა და განვითარებისკენ, თუ ავირჩევთ პარტიებს, რომელთაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ქვეყანა პროგრესის გზიდან გადაიყვანოს, შეაჩეროს და უკან დააბრუნოს.

მთავარი დილემაა: წინ თუ უკან! ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს 2019 წლიდან, მაგრამ ცხადია, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი. გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც უნდა იქცნენ ნახტომებად. ოპოზიციის წინადადებები ან ფიქსაციაა ან უბრალოდ, რეგრესი. ბატონი ციპრას შემოთავაზებები რეალობას მოწყვეტილია და 8-9-ჯერ გაურბის საბერძნეთის ეკონომიკურ შესაძლებლობებს,” ამბობს სკერცოსი.

onalem

ტესტ