fbpx
პოლიტიკა

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ”ციპრას ვუსურვე, რომ არჩევნებში არ გაემარჯვა”

დიალოგი, რომელიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრას, გერმანიის ფინანსთა მინისტრთან, ვოლფგანგ სოიბლესთან, 2015 წლის არჩევნებამდე ჰქონდა, ახლახანს გახდა ცნობილი.

ინტერვიუ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერში გავიდა. სოიბლე ციპრას საარჩევნო კამპანიაზე საუბრობს და აღნიშნა, რომ მომავალმა პრემიერმა მას უთხრა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იქნებოდა საბერძნეთის ევროპაში დარჩენაზე, თუმცა, მემორანდუმის პირობების გარეშე.

ცნობილი გახდა, რომ სოიბლემ ალექსის ციპრასს უსურვა არჩევნებში არ გაემარჯვა, რადგან ის თავისი დაპირებების შესრულებას ვერ შეძლებდა.

”როცა ჩვენ შევხვდით, ის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო. მან მითხრა, რომ ის გაიმარჯვებდა არჩევნებში და იბრძოლებდა, საბერძნეთის ევროპაში დარჩენისთვის. მე კი მას ვუსურვე, ისევ მისი ინეტრესებიდან გამომდინარე, რომ არჩევნები წაეგო, ვინაიდან თავის დაპირებებს ის ვერ შეასრულებდა,” განაცხადა ინტერვიუში ვოლფგანგ სოიბლემ.

onalem

ტესტ