fbpx
პოლიტიკა

“პუტინი შეპყრობილია მარიუპოლით, მას ეს გამარჯვება უნდა საკუთარი თავისთვის” – ემანუელ მაკრონი პუტინზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ჟურნალ Le Point-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, არ შეჩერდეს უკრაინაში და მას ეს სამხედრო გამარჯვება საკუთარი თავისთვის უნდა.

მაკრონის განმარტებით, პუტინი მარიუპოლით არის შეპყრობილი, რადგან ეს ქალაქი უკრაინის ერთგვარი სიმბოლოა და იქ პუტინს უარყოფენ:

“დონბასზე თავდასხმაზე ორიენტირებული პრეზიდენტი ახლა გამარჯვების მიღწევას ცდილობს და მიზნად ისახავს დიდებული სამხედრო აღლუმის გამართვას 9 მაისს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მისთვის და რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, მე არ მჯერა ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობების და არ მგონია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ.”

მაკრონმა ისიც განმარტა, თუ რატომ ესაუბრება პუტინს ტელეფონის საშუალებით ხშირად:

“თუ არავის გაესაუბრება, მაშინ არ გვეცოდინება, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. ეს ჩემი გატაცებაა, მასთან მიმართებაში და ვამბობ კიდეც ყოველ ჯერზე. როცა ძალადობის ციკლში შედიხარ, ყველაზე რთულია, შეჩერდე. კიდევ უფრო საშიში კი ის არის, რომ ეს ყველაფერი შეუქცევადი ხდება,” აცხადებს მაკრონი.

onalem

ტესტ