fbpx
ემიგრაციაპოლიტიკა

ოქტომბრიდან: ახალი კანონი “ასილოსთან” დაკავშირებით საბერძნეთში

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური ცნობებით, საბერძნეთის მთავრობა თავშესაფრის საბუთის, ე.წ. “ასილოს” გაცემასთან დაკავშირებით ახალ კანონს ერთ თვეში მოამზადებს.

ერთ თვეში ზუსტად იქნება ცნობილი, თუ რა შეიცვლება “ასილოს” აღების პროცედურებში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ საბერძნეთმა თავშესაფარი მისცეს.

როგორც სააგენტო იუწყება, მთავრობა არ აპირებს გააუქმოს მეორე ხარისხის თავშესაფრის საბუთის გაცემა.

მიცოტაკი აცხადებს, რომ ახალი კანონები ხელს შეუწყობს “ასილოს” აღების პროცესის დაჩქარებას და ეს არ არის იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართული რეფორმა.

ყველაზე მთავარი ცვლილება იქნება ის, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, თუკი თავშესაფრის მაძიებელი პირი “ასილოზე” მთავრობისგან უარს მიიღებს, ის ავტომატურად უნდა დაბრუნეს თურქეთში.

onalem

ტესტ