fbpx
საზოგადოება

პანიკა საბერძნეთისკენ მომავალ თვითმფრინავში: მამაკაცი ეკიპაჟსა და მგზავრებს ემუქრებოდა

თვითმფრინავი აეროპორტში რამდენიმე საათის წინ მშვიდობიანად დაჯდა, თუმცა, ფრენის პროცესი მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა.

კერძოდ, ეს იყო რეისი ვარშავა-ირაკლიო, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ერთ-ერთი პოლონელი მგზავრი, რომელმაც შუა ფრენის პროცესში აგრესიულად მოქცევა დაიწყო და ეკიპაჟის თითოეულ წევრსა და სხვა მგზავრებს ძალადობით ემუქრებოდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი კრეტაზე შვებულების გასატარებლად მიდიოდა, თუმცა, ირაკლიოს აეროპორტში დაშვებისთანავე ის პოლიციამ დააკავა.

მან ჩადენილი დანაშაული არ იკმარა და შემდეგ უკვე პოლიციის ოფიცერს დაესხა თავს, რომელსაც სახეში დაარტყა და მის კბენას ცდილობდა.

57 წლის პოლონელი ამჟამად განყოფილებაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ