fbpx
საზოგადოება

კრეტა: ვინ არის გოგონა, რომელიც 65 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ირაკლიოში ახალგაზრდა გოგონას გლოვობენ, რომელმაც სიცოცხლე აბას ხეობაში დაასრულა. ის თავის მეგობარ ბიჭთან ერთად, ერთ-ერთ კლდეზე ასვლას ცდილობდა, როდესაც ბალანსი დაკარგა და 65 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ბიჭმა დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მაშველები, თუმცა, უკვე გვიანი იყო. ამასთანავე, ასეთი სიმაღლიდან გადმოვარდნისას, გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. საქმეში ჩაერია საჰაერო ძალებიც, რადგან ადგილი, სადაც გოგონა დაეცა, მიუვალი იყო.

მისი ამოყვანის ოპერაცია ღამის 01:00 საათზე დასრულდა. ადგილზე მუშაობდა 16 მეხანძრე მაშველი.

30 წლის კალია მილიარას, რომელიც ირაკლიოს სკოლაში მუშაობდა, ბუნება უყვარდა და კლდეზე ცოცვაში გამოცდილებას ჰქონდა, თუმცა, გუშინ მისი ბოლო ცდა აღმოჩნდა.

 

onalem

ტესტ