fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 35 წლის ბერძენი მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

საბერძნეთში უამინდობას პირველი მსხვერპლი ჰყავს. 35 წლის მამაკაცს მეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ილიასში, კერძოდ ლეხენას ტერიტორიაზე მოხდა.

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის პირობებში ილიასს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, გზები მდინარეებად არის ქცეული.

პრობლემები შეინიშნება პატრა-პიგოს მთავარ გზატკეცილზეც.

onalem

ტესტ