fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ალბანეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც საბერძნეთში წლების მანძილზე დამლაგებლად მუშაობდა

ბელინდა ბალუკუ ცნობილი პოლიტიკოსია ალბანეთში, რომელიც ამჟამად, ედი რამას მთავრობის პირობებში, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოტზე მსახურობს, თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თავდაპირველად ის საბერძნეთში მრავალი წლის მანძილზე დამლაგებლად მუშაობდა, როგორც ეკონომიკური მიგრანტების უმრავლესობა.

მის ბიოგრაფიაში წერია, რომ 90-იან წლებში სხვა ალბალური ოჯახების მსგავსად, იმ დროს 18 წლის ბელინდას ოჯახიც საბერძნეთში წამოვიდა ემიგრაციაში და თავად გოგონა ათენში სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა. ის დეტალურად არ საუბრობს საბერძნეთში ცხოვრების პერიოდზე, თუმცა, მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, ბელინდას ჰქონდა მიზნები რომელთაც, როგორც ჩანს, მიაღწია კიდეც.

ბალუკუმ ედი რამასთან მჭიდრო თანამშრომლობა 2004 წლიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. ბელინდა მინისტრის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა და დღემდე ინარჩუნებს.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მინისტრი ალბანეთში დაბრუნებამდე ოჯახებში დამლაგებლად მუშაობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებისას მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.

onalem

ტესტ