fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ახალი პლატფორმა გაიხსნა – როგორ ვიღებთ სერთიფიკატს მოგზაურობისთვის?!

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკისი მედიასთან აცხადებს, რომ უკვე მზად არის კოვიდ-19-ის ციფრული სერთიფიკატის პლატფორმა, https://eudcc.gov.gr/.

ეს არის ვებ-გვერდი, საიდანაც შესაძლებელია მსურველებმა აიღონ “მწვანე” ციფრული სერთიფიკატი. სისტემაში შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ΑΜΚΑ და კლიდარითმო ანუ Taxisnet-ის კოდები.

სერთიფიკატი დღეიდან შევიდა ძალაში და გაიცემა მათზე, ვინც:

  1. არიან ვაქცინირებული ორივე დოზით
  2. გაიარეს ტესტი კორონავირუსზე (PCR, Rapid test ან თვითტესტირება)
  3. გადაიტანეს კორონავირუსი ბოლო 6 თვის მანილზე.

ვებ-გვერდზე პირველ რიგში ირჩევთ, რომელიმეს ჩამოთვლილი სამიდან და შემდეგ შედიხართ Taxisnet-ის სისტემაში, დეტალური ინფორმაციის მისათითებლად.

onalem

ტესტ