fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

საბერძნეთი დემოგრაფიულ ჩიხში: სიკვდილიანობა იზრდება, შობადობა კი მცირდება

საბერძნეთის დემოგრაფიული კვლევების ცენტრმა ჩაატარა მრავალფეროვანი კვლევა, რომელიც პირველ რიგში რა თქმა უნდა, მოიცავს დემოგრაფიულ მახასიათებლებს, თუმცა, ამას გარდა, იმ მიზეზებს, რომლებსაც აქვთ გავლენა კონკრეტულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.

როგორც ირკვევა, საბერძნეთი ერთგვარ ჩიხშია, რადგან ბოლო წლების მანძილზე სიკვდილიანობა იმატებს, ხოლო შობადობა უფრო და უფრო იკლებს. ერი “ბერდება”, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობას ასაკიანი ადამიანები წარმოადგენენ.

ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში მოსახლეობა გაიზარდა, საბერძნეთში კი საწინააღმდეგო მაჩვენებელი ფიქსირდება. 2021 წლის მონაცემებით საბერძნეთის მოსახლეობამ 10.7 მილიონი კაცი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ 2011 წლიდან 2021 წლამდე მოსახლეობა 400.000 ადამიანით შემცირდა.

როგორც კვლევითი ცენტრი განმარტავს, 2022 წელს საბერძნეთში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია: სიკდილიანობის მატება, შობადობის შემცირება, დემოგრაფიული დაბერება, უარყოფითი მიგრაციული ბალანსი. ყველაფერ აღნიშნულზე მეცნიერები ჯერ კიდევ 1980 წლიდან საუბრობდნენ და მას შემდეგ პრობლემები ათწლეულების მანძილზე გამწვავდა. დღევანდელ რეალობაში წყვილებს, სოციალური მდგომარეობის გამო, არ სურთ შვილების გაჩენა, მეორეს მხრივ კი, დიდია იმ ქალების ასაკი, რომლებიც წყვეტენ, რომ გახდნენ დედები პირველ ჯერზე, რაც ნიშნავს, რომ მეორე და მესამე ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა გაცილებით ნაკლებია.

ცხადია, არსებულ მდგომარეობაზე თავისი გავლენა აქვს პანდემიასაც, რომელმაც თავის მხრივ, უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, ასევე აღსანიშნავია რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია მთელ მსოფლიოში და არასტაბილურობის განცდა გააჩინა ოჯახებში.

onalem

ტესტ