fbpx
პოლიტიკა

ათენის მერი, კოსტას ბაკოიანისი, საკუთარი ხელფასის 50% კორონავირუსთან ბრძოლის ანგარიშზე გადარიცხავს

ათენის მერი, კოსტას ბაკოიანისი შეუერთდა კირიაკოს მიცოტაკის ინიციატივას და მზად არის, რომ მომდევნო ორი თვის მანძილზე საკუთარი ხელფასის 50% გადარიცხოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე.

ამის შესახებ ბაკოიანისი თავად წერს სოციალურ ქსელში.

“ჩემი კომპენსაციის 50% არის ყველაზე მცირე, რაც კი შემიძლია გავიღო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. უდიდესი რამ არის, რომ ვიყოთ ყველა აქ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რამდენიც გვაქვს თითოეულს და ბოლოს გავიმარჯვოთ. იმიტომ, რომ ეს ჭრილობა არ არის მისი ან მათი. ის არის ჩვენი.”

onalem

ტესტ