fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“სირთულეები მოდის… მოვიდა დრო, სახლიდან საერთოდ არ გავიდეთ” – ბერძენი ინფექციონისტი

ბერძენი ინფექციონისტი, ნიკოს სიფსასი აცხადებს, რომ საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემია პიკს აპრილის შუა რიცხვებში მიაღწევს. “ჩვენ ახლა რთულ წყლებში შევდივართ,” აცხადებს პროფესორი.

“მე იმედი მაქვს, რომ მაისში სიტუაცია დასტაბილურდება და დავიწყებთ განტვირთვის ზომებზე საუბარს. მაგრამ რაც ახლა მოდის, ეპიდემიის რთული ნაწილია. მოვიდა დრო, რომ არ გავიდეთ სახლიდან, აბსოლუტურად არანაირი მიზეზით. მე მეშინია, რომ საზოგადოება ფხიზლად არ არის.

კმაყოფილი ვარ იმ კურსით, რომლითაც საბერძნეთი მიდის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მომდევნო კვირებში სიტუაციის გართულების შესაძლებლობას,” ამბობს სიფსასი.

 

onalem

ტესტ