fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში შაბათ-კვირას ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს – ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება

ნალექიანი დღეების შემდეგ, როგორც ჩანს, საბერძნეთში 25 მარტს მზიანი ამინდით შევხვდებით. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამინდი ხვალიდან გაუმჯობესდება და პარასკევიდან კვირის ჩათვლით ზოგიერთ რეგიონში ჰაერი 23-24 გრადუსამდე გათბება.

დღეს, ხუთშაბათს, მცირე ნალექი მოსალოდნელია სამხრეთ საბერძნეთში, თუმცა, ხვალიდან შესუსტდება და გამოიდარებს.

შაბათ-კვირას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეზონისთვის დამახასიათებელზე უკეთესი ამინდი იქნება, ხოლო ზღვის ტერიტორიაზე ქარის ძალა 5-6 ბალს არ გადააჭარბებს.

სინოპტიკოსი კლერახოს მარუსაკი გვპირდება, რომ საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიებზე ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს, რაც შეეხება კონკრეტულად ათენს, ჰაერი 15-დან 18 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ