fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ფთიოტიდა: აფეთქებული ბანკომატი და მოპარული 15, 000 ევრო

ფთიოტიდაში უცნობმა პირებმა “ეროვნული ბანკის” ბანკომატი ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებული თანხა 15, 000 ევროს უდრის.

მძარცველები ელატიას მიმართულებით გადაადგილდნენ და უკაცრიელ ადგილას ააფეთქეს მანქანა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, მათ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ელოდებოდათ.

როცა პოლიციამ ცეცხლწაკიდებულ მანქანას მიაკვლია, სასწრაფოდ გამოიძახეს სახანძრო ბრიგადა, თუმცა, მანქანა უკვე თითქმის სრულიად დამწვარი იყო.

მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეთა დასაკავებლად.

onalem

ტესტ