fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“გადაადგილებაზე აკრძალვა თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს” – პროფესორ მანოლის დერმიძაკის პროგნოზი

პროფესორმა მანოლის დერმიძაკისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, საბერძნეთში მიღებული ზომები თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს. რას ნიშნავს ეს?!

ირკვევა, რომ პროფესორი საუბრობს ღამით გადაადგილების აკრძალვასა და პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულებაზე.

“მიღებული ზომების მოხსნა, ჩემი თვალსაზრისით, დაუშვებელია თებერვლის თვემდეც კი. შესაძლებელია იყოს ერთგვარი შესვენება, შობა-ახალი წლის დღეებში, რომ ხალხმა დღესასწაულები შეიგრძნოს, თუმცა, საზოგადოებამ ისიც უნდა გაიგოს, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე და სერიოზული.

მოდით, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გვინდა, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია რეალობა და რისი გაკეთებაა საჭირო,” განაცხადა დერმიძაკისმა.

სამწუხაროდ, ამ დროისთვის საბერძნეთში მართვით სუნთქვაზე მყოფი, მძიმე პაციენტების რაოდენობა 153-ს უდრის.

onalem

ტესტ