fbpx
საბერძნეთი

ათენში მუსულმანური მეჩეთი ოფიციალურად გაიხსნა: “მადლობა საბერძნეთს და ბერძნებს”

ათენში მუსულმანური მეჩეთი ოფიციალურად გაიხსნა და კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამო მხოლოდ 9 ადამიანის მიღება შეუძლია ერთდროულად.

მეჩეთი ვოტანიკოსის ტერიტორიაზე მდებარეობს და გუშინ პირველად გაიხსნა მისი კარი მას შემდეგ, რაც 16 წლის წინ მისი ამოქმედების შესახებ კანონი განათლების მინისტრმა მიიღო.

ატიკაში მცხოვრები მუსულმანებისთვის ლოცვა პირველად გუშინ ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეჩეთის გახსნა ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა, ვირუსის ტალღის გამო გადაიდო.

მეჩეთის პირველი იმამი მაროკოელი მოჰამედ ზაკია, რომელიც ათენში 25 წლის წინ ჩამოვიდა, როგორც ემიგრანტი და ახლა უკვე იმამის წოდება აქვს.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბერძნებს და მთელ საბერძნეთს… მსოფლიოს კი მშვიდობა ვუსურვო,” ამბობს ზაკი.

onalem

ტესტ