fbpx
საბერძნეთი

“ვირუსით გარდაცვლილი ხალხის ოჯახები მოსყიდულები არიან, მიწისძვრა იყო ჩარევა ზემოდან” – ბერძენი მოძღვრის სკანდალური განცხადებები

თესალონიკში ცნობილი მოძღვრის განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და კრიტიკა გამოიწვია. მამა ანტონიომ კორონავირუსით გარდაცვლილი ხალხის ოჯახებს მოსყიდულები უწოდა, ხოლო სამოსზე მომხდარ მიწიძვრას ღვთის ჩარევა.

“იმ ადამიანთა ნათესავები, რომლებიც დაიხოცნენ, მოსყიდულები არიან, რათა თქვან, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. 

გვეუბნებიან, რომ პირბადე დაგვიცავს… პირბადე არა, ჩვენ მხოლოდ ლოცვა დაგვიცავს. უკვე გვეუბნებიან, რომ საჭიროა ვაქცინის გაკეთება, მოსახლეობა 7 მილიარდი ადამიანისგან შედგება, წარმოგიდგენიათ, რამდენ ფულს აიღებენ ზოგიერთები ამ ვაქცინისთვის?! 

ვერც ნაცისტებმა და ვერც სტალინმა ვერ გაბედეს, რომ დაეხურათ ეკლესიები.

ღმერთმა უნდა გვაპოვნინოს გამოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივედით ამ ეტაპამდე. ის, რაც სამოსზე მოხდა, იყო ღვთის ჩარევა, ჩარევა ზემოდან და თუკი გვინდა ასეთი მინიშნებები, გვექნება კიდეც,” განაცხადა მოძღვარმა მსახურების დასრულების შემდეგ.

onalem

ტესტ