fbpx
საბერძნეთი

4 სექტემბრიდან აკროპოლის ბილეთის შესაძენად ელექტრონული პლატფორმა იმოქმედებს – შესაძლებელი იქნება შესვლის დროის არჩევაც

მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონზე, მაღალი ტემპერატურის ფარგლებში, ტურისტები საათობით იდგნენ გრძელ რიგებში აკროპოლის ბილეთის შეძენისა და შესაბამისად, შიგნით შესვლისთვის, კულტურის სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღო და ამიერიდან რიგები წარსულს ჩაბარდება.

2023 წლის 4 სექტემბრიდან მოქმედებაში შევა ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მსურველებს შეეძლებათ ბილეთების შეძენა და ასევე, დროის არჩევა, რომლის მონაკვეთშიც სურთ კულტურული ძეგლის მონახულება.

ბილეთები იქნება ელექტრონული სახით, ხოლო მათი შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. ევროპის სხვა ქვეყნებში საკმაოდ დიდი ხანია დანერგილია ელექტრონული პლატფორმების გამოყენება ბილეთების შეძენის მიზნით, თუმცა, საბერძნეთი, ჩვეულებრივ ჩამორჩება ციფრული თვალსაზრისით დანარჩენ ევროპას.

მიუხედავად ყველაფრისა, ინფორმაციის თანახმად, ორშაბათიდან იმოქმედებს შემდეგი პლატფორმა: https://hhticket.gr/tap_b2c_new/english/tap.exe?PM=P1N და ის ეხება არა მხოლოდ აკროპოლს, არამედ 25 სხვადასხვა მუზეუმსა და არქეოლოგიურ ტერიტორიას.

 

onalem

ტესტ