fbpx
საბერძნეთი

შემზარავი შემთხვევა კერკირას ფსიქიატრიულში: პაციენტმა 63 წლის ქალი კალმით 12-ჯერ დაჭრა და მოკლა

ბერძნული მედია შემზარავი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კუნძულ კერკირას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხდა. გარდაცვლილია 63 წლის პაციენტი, რომელმაც მეორე 45 წლის პაციენტმა კალმის გამოყენებით მოკლა.

საქმის მასალების მიხედვით, ორივე მათგანი კლინიკაში ფსიქიკური პრობლემებით იმყოფებოდა, 45 წლის მამაკაცს კონკრეტულად ფსიქოზი და ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა. როგორც ირკვევა, მან ძირითადად კალმის გამოყენებით 12 ჭრილობა მიაყენა 63 წლის ქალს, არსებობს ინფორმაცია, რომ კალმის გარდა, გამოიყენა ხის დანა-ჩანგალიც.

მედია იუწყება, რომ 45 წლის მამაკაცი კლინიკის ქვემოთა სართულზე ჩავიდა, შევიდა ოთახში, სადაც 63 წლის ქალს ეძინა და დარტყმა დაუწყო. აღნიშნულ ოთახში იმყოფებოდნენ სხვა პაციენტებიც, მაგრამ ის სხვას არავის დასხმია თავს.

მომხდარის შემდეგ კლინიკაში სრული პანიკა იყო, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ კი, მამაკაცი დააკავა. ამავე წყაროების მიხედვით, ის წარსულშიც მრავალჯერ იყო მოთავსებული ამ ფსიქიატრიულში.

მიზეზები, რომელთა გამოც მამაკაცი კონკრეტულად ამ ქალბატონს დაესხა თავს, უცნობია.

onalem

ტესტ