fbpx
საბერძნეთი

27 წლის გოგონა საბერძნეთის კუნძულზე უკვალოდ გაქრა – პოლიცია პატიმრობაში ტოვებს ბანგლადეშის მოქალაქეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ კოსზე ეძებენ 27 წლის გოგონას, რომელიც ორშაბათს ღამით გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი კვალი არ ჩანს. ის ტიგაკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა, ამ დრომდე პოლიციას არ აქვს ვარაუდი, თუ რა ბედი ეწია ახალაგზრდას.

საქმეზე დაკავებული იყო ხუთი ემიგრანტი, ბანგლადეშისა და პაკისტანის მოქალაქეები, რომელთაგან 4 მალევე გაათავისუფლეს. მათი თქმით, სუპერმარკეტში იმყოფებოდნენ გოგონასთან ერთად, ვინაიდან ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, სახლამდე მიყვანა შესთავაზეს, რაც მათი ჩვენების მიხედვით, ასეც მოხდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბანგლადეშელმა აღიარა, რომ სახლში გოგონასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, შემდეგ გარეთ დატოვა და წავიდა.

მიუხედავად მისი ჩვენებისა, პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ ბანგლადეშელის მიერ მითითებულ ადგილას გოგონას კვალი არ არის, ასევე, კამერებზე არ არის აღბეჭდილი მათი მიმოსვლა. სერიოზულ ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ გოგონას გაუჩინარებიდან მალევე ბანგლადეშელმა საზღვარგარეთ წასასვლელად ბილეთი აიღო.

გაუჩინარებული ახალგაზრდა პოლონეთიდან არის და კუნძულზე ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა. ამ დროისთვის პოლიცია პატიმრობაში ტოვებს მხოლოდ ერთ ბანგლადეშელს.

onalem

ტესტ