fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის ვარდნა და ძლიერი წვიმა საბერძნეთში ხვალიდან – ნახეთ პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ჩრდილო-დასავლეთით ჰაერის თბილ მასებს ცივი მასები ჩაანაცვლებს.

მომდევნო 10 დღის მანძილზე ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელზე 6 გრადუსით დაბალი იქნება, ხოლო კონკრეტულად ათენში ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება, წვიმის გარეშე.

წვიმა და ქარიშხალი მოსალოდნელია იონიის კუნძულებზე და ფენომენი ნელ-ნელა გადაინაცვლებს ქვეყნის ჩრდილოეთით, დასავლეთითა და ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით, მთიან რეგიონებში შესაძლოა დაფიქსირდეს სეტყვაც.

ატიკის რეგიონში ნალექი მოსალოდნელი არ არის, დღეს დაფიქსირდება 29 გრადუსი, ხვალისთვის ჰაერი მაქსიმუმ 25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხუთშაბათიდან ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაიკლებს.

onalem

ტესტ