fbpx
საბერძნეთი

“თუ გასულ წელს გრიპზე არ აიცერით, ახლა აუცილებლად უნდა აიცრათ” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პროფესორმა, თეოდოროს ვასილაკოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კორონავირუსზე, არამედ გრიპზე ვაქცინაციაც.

“გასულ წელს ეს პრობლემა არ გქვონდა, რადგან ძალაში იყო შემზღუდველი ზომები და გარდა ამისა, მოხდა 4 მილიონი ადამიანის აცრა გრიპზე, რაც დაგვეხმარა, რომ არ შეგვექმნა დამატებითი პრობლემები. 

ვინც გასულ წელს არ აიცრა, აუცილებლად უნდა აიცრას ახლა გრიპზე, რადგან ყველაფერი ღიაა, ეკონომიკა მუშაობს და რისკები ძალიან მაღალია. არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რადგან ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ვირუსის გადამდებიანობა იზრდება.

თუ დააპირებთ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგაც აიცრათ და გრიპის წინააღმდეგაც, ამ შემთხვევაში უნდა დაიცვათ 15 დღიანი ინტერვალი,” განაცადა პროფესორმა.

ვასილაკოპულომ განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის საბერძნეთში პანდემია რეგრესს განიცდის, თუმცა, მოვლენების სხვაგვარი განვითარება ყოველთვის შესაძლებელია, რის გამოც, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს.

onalem

ტესტ