fbpx
საბერძნეთი

დრამატული მდგომარეობა საბერძნეთში: ადამიანებს საავადმყოფოდან წერენ, ისინი კი, უსახსრობის გამო, უარს ამბობენ წასვლაზე

ΠΟΕΔΗΝ-ის პრეზიდენტის, მიხალი იანაკუს განცხადების მიხედვით, საბერძნეთის საავადმყოფოებში დრამატული ვითარება ფიქსირდება. იანაკუ საუბრობს პაციენტებზე, რომელთაც საავადმყოფოებიდან წერენ, თუმცა, ვინაიდან მათ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ, იქაურობის დატოვებაზე უარს ამბობენ.

“ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებიც სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან. ვინაიდან არ შეუძლიათ, რომ საცხოვრებელ ხარჯებს გასწვდნენ, ისინი უარს ამბობენ პალატების დატოვებაზე. ვერ იხდიან დენისა და წყლის გადასახადს, რის შედეგადაც ელემენტარული პირობების გარეშე რჩებიან. პერსონალი მათ გარეთ ვერ გააგდებს, არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ საავადმყოფოებში.

ადამიანები, რომლებიც იღებენ პენსიას 400 ევროს ოდენობით, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც კი. ამას გარდა, გვაქვს სტრუქტურები, სადაც ყველა ადგილი შევსებულია და არსებობს გრძელი რიგი, ხალხი 1 წლის მანძილზეც კი იცდის, რომ იქ მოხვდეს. სოციალური სამსახურები არ მუშაობენ შესაბამისად. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის შესაბამის მოგვარებაზე,” აცხადებს პრეზიდენტი.

onalem

ტესტ