fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ემიგრანტმა ქალმა ავტობუსში საფულე მოიპარა, შემდეგ ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა

წარმოუდგენელი შემთხვევა თესალონიკში, ქალაქის ერთ-ერთ ავტობუსში მოხდა. საფულის ქურდობა, ალბათ, არც თუ ისე გასაკვირია, როგორც ფაქტი, რომ ქურდი არავინ შეაჩერა, ხალხით სავსე ავტობუსში.

ავტობუსი ვასილისის ოლგას გამზირზე იმყოფებოდა, როცა ბულგარული წარმოშობის ქალი ავიდა და ერთ-ერთ მგზავრს საფულე ამოაცალა, შემდეგ მცირე ზომის ფანჯრიდან გადაძვრომა სცადა და გაიჭედა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, გაქცევა მოახერხა.

უცნაური ის არის, რომ ავტობუსი ხალხით იყო სავსე და ქალი არავინ შეაჩერა, არც მან, ვისაც საფულე მოპარა, მითუმეტეს, რომ ფანჯარაში იყო რამდენიმე წამის მანძილზე გაჭედილი და ვერ ახერხებდა მარტივად გადასვლას.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ