fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“თამამად ვამბობ, რომ 43 წლის ვარ, ასაკს არ ვმალავ, რადგან თავს პატარად ვგრძნობ” – ფეი სკორდა

ფეი სკორდამ ინტერვიუ მისცა გადაცემის, “Μαμά-δες” ეთერში და ისაუბრა სატელევიზიო სივრცეში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე, ასევე, ასაკზე, რომელსაც, როგორც აღნიშნა, არ მალავს.

“ჩემი ყოველდღიურობის ნამდვილად არ მეშინია, თუ სადმე უნდა გავიდე, რა თქმა უნდა, მოვწესრიგდები და მაკიაჟსაც გავიკეთებ. ასაკს არ ვმალავ, 43 წლის ვარ და ყოველთვის თამამად ვამბობ ამას, ვამბობ იმიტომ, რომ თავს პატარად ვგრძნობ,” ამბობს ფეი.

რაც შეეხება მის ურთიერთობებს ყოფილ კოლეგებთან, ტელეწამყვანი ამბობს:

“ძალიან ბევრ კოლეგასთან შენარჩუნებული მაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა სახელები ვთქვა, რადგან რამდენიც ამ წუთას გამახსენდება, იმდენივეს დასახელებას ვერ მოვასწრებ. აი მაგალითად: დიმიტრის უგარეზოსთან ყოველდღე არ ვსაუბრობ, არც გარეთ ვხვდებით, მაგრამ ვიცი, რომ როცა უნდა დამჭირდეს, ჩვემ გვერდით იქნება. ამას კიდევ ბევრი ადამიანისგან ვგრძნობ და ჩემთვის ღვთის მადლია.”

onalem

ტესტ