fbpx
საბერძნეთი

ფეხმძიმე ქალის უჩვეულო გაუჩინარება თესალონიკში – მეუღლეს მისწერა, რომ სახლიდან 5.000 ევრო აიღო

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც თესალონიკში მოხდა და გარემოებები ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული. გაუჩინარებულია 41 წლის ქალი, რომელიც ფეხმძიმედ არის და თან აქვს წაღებული დიდი რაოდენობით თანხა.

41 წლის გეორგია 1-ელ იანვარს გაუჩინარდა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, არ იცოდნენ, რომ ფეხმძიმედ იყო და გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ქალის გაქრობის მიზეზის შესახებ, ოჯახი ფიქრობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. სანამ გაუჩინარდებოდა, მეუღლეს მისწერა შემდეგი მესიჯი:

“დილამშვიდობის, სახლში მოვედი და ცოტა მოგვიანებით გნახავ. მინდა რაღაც გითხრა… უჯრიდან 5.000 ევრო ავიღე, ვიცი გჭირდება, მაგრამ გადაუდებელი მიზეზით ავიღე, გთხოვ, არ გამიბრაზდე, მიყვარხარ…” 

მისი ძმა და მეუღლე სთხოვენ, რომ დაუკავშირდეს და უბრალოდ უთხრას, რომ კარგად არის, მაგრამ ამ დრომდე არანაირი სიახლე არ აქვთ.

onalem

ტესტ