fbpx
საბერძნეთი

50.000 ევრო წინასწარ ჰქონდა გადახდილი და კუნძულიდან წავიდა – ტურისტები მიკონოს ტოვებენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ებრაელმა ბიზნესმენმა, რომელსაც ვილაში 50.000 ევრო წინასწარ ჰქონდა გადახდილი და 10 დღე აპირებდა დარჩენას, კუნძული სამ დღეში დატოვა. როგორც ჩას, მან უკმაყოფილება გამოთქვა გამოცხადებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით და მიკონოდან დაუყოვნებლივ წავიდა.

როგორც უკვე ცნობილია, კუნძულზე აიკრძალა მუსიკა და გადაადგილება 01:00 საათიდან 06:00 საათამდე. ტურისტებმა უკვე უამრავი ჯავშანი გააუქმეს და აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიზნესმენები შოკურ მდგომარეობაში არიან.

საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კუნძულზე გამოცხადდა შემზღუდველი ზომები მაშინ, როცა მოსახლეობის 85%-ია ვაქცინირებული.

როგორც ირკვევა, უმოკლეს დროში უკვე გაუქმებულია ათასობით ჯავშანი.

onalem

ტესტ