fbpx
საბერძნეთი

“მოღალატევ! მაკედონია ბერძნულია!” – დააკავეს ქალი, რომელმაც ალექსის ციპრას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ΣΥΡΙΖΑ-ს ლიდერი, ალექსის ციპრა, დღეს შუადღეს პოლიხნის ბაზარში იმყოფებოდა, მოსახლეობასთან შესახვედრად. პოლიტიკოსი 15 მაისის არჩევნების ფონზე თესალონიკში იმყოფება და ახორციელებს შეხვედრებს, საზოგადოებასთან, მომატებული ფასების, ფინანსური ჩიხების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

სწორედ მსგავსი გასვლისას ციპრას ერთ-ერთმა ქალბატონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას მოღალატე უწოდა და ყვიროდა, რომ მაკედონია საბერძნეთია. აღნიშნული პროტესტი უკავშირდებოდა ციპრას პრემიერობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდების საკითხთან დაკავშირებით.

ქალბატონი დააკავეს და დაუყოვნებლივ გაიყვანეს იქიდან, თუმცა, პროტესტს მაინც აგრძელებდა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ