fbpx
კრიმინალი

“მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ კაროლაინს ვეღარასდროს ვნახავ” – მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ ბაბის ანაგნოსტოპულო პირველად ავლენს ემოციას

კაროლაინის მკვლელობაში ბრალდებულმა ბაბის ანაგნოსტოპულომ დღეს ოფიციალური ჩვენება მისცა და პირველად, მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, გამოავლინა ემოციები, თუმცა, რამდენად რეალური იყო ისინი, ნამდვილად სადავო საკითხია.

ანაგნოსტოპულო აწმყო დროში მოიხსენიებდა კაროლაინს და ამტკიცებდა, რომ 100-ჯერ რომ დაებრუნებინა დრო, ისევ კაროლაინს აირჩევდა მეუღლედ და ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა.

“არავითარი გამართლება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაც 1 წლის წინ მოხდა. რაც დაიკარგა შეუცვლელი იყო და არ იმსახურებდა, არც ის და არც ჩვენი პატარა ჩიტი (ბავშვი). რამდენჯერ მოვუხადო ბოდიში კაროლაინს, რომელიც აქ აღარ არის, ჩვენს გოგონას, რომელიც არასდროს გაიცნობს თავის დედას, ჩემს სიდედრს, რომელმაც ყველაზე ძვირფასი მანდო და ვერ დავიცავი, ბოდიში ჩვენს ძაღლს, როქსისაც. რასაც ვამბობ, აქედან არაფერია თავის მართლება.

არ მაინტერესებს ჩემი კარიერა, არ მაინტერესებს არაფერი, მხოლოდ ის, რომ კაროლაინს ვეღარასოდეს ვნახავ. ჩემი ცხოვრება 2017 წელს შეიცვალა, როდესაც სრულიად შემთხვევით დავინახე პირველად კაროლაინი, ყველაზე მშვენიერი არსება, რაც კი ოდესმე მინახავს. 2017 წლის 15 ივლისიდან ერთად ვართ.

კაროლაინი უიშვიათესი ხასიათის ადამიანი იყო. ადამიანი, რომელიც “გაიძულებს” შეიყვარო, პატივი სცე და არ გყოფნიდეს მასთან ყოფნა. ის სიცოცხლითა და სიყვარულით გავსებს. მაგრძნობინებდა, რომ მისი ცხოვრების მამაკაცი ვიყავი,” ამბობს ანაგნოსტოპულო.

 

onalem

ტესტ