fbpx
კრიმინალი

3.000 ევრო გადაიხადეს, ორი დღე ზღვაში გაატარეს და საბერძნეთში შემოსვლისას დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 11 ემიგრანტი და მათი საბერძნეთში გადმომყვანი ორი პირი. ორდღიანი წამების შემდეგ, რაც მათ ზღვის საშუალებით გადმოსვლისას განიცადეს, ისინი კრეტაზე, პორტის დაცვამ შენიშნა, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.

როგორც მედია იუწყება, ემიგრანტები ეგვიპტიდან არიან და ლიბიიდან მოდიოდნენ. თითოეული მათგანი ევროპულ ქვეყანაში უკეთესი მომავლის საძებნელად წამოვიდა და ამაში გადმომყვან ორ პირს 3.000 ევრო გადაუხადა. ისინი დაარწმუნეს, რომ ნავის საშუალებით საბერძნეთში უსაფრთხოდ შემოვიდოდნენ და 3.000 ევრო ბილეთის ფასი იყო.

გადმომყვანი პირები, რომელთაც უმკაცრესი სასჯელი ელით, ასევე ეგვიპტის მოქალაქეები არიან. მათ 11 ემიგრანტი ზღვაში ორი დღე ატარეს და საბოლოოდ ისინი ძალაგამოცლილები, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მყოფები აღმოაჩინა პორტის დაცვამ, შემდეგ კი ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

თითოეული მათგანი, მას შემდეგ, რაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ირაკლიოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ