fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის ციხეში პატიმრის სანახავად მიმავალ 22 წლის გოგოს საცვლებში ნარკოტიკი უპოვეს და ისიც დააკავეს

ნარკოტიკების გადატანის სხვადასხვა ხერხებს გამსაღებლები ხშირად მიმართავენ და უმეტეს შემთხვევებში ისინი მათ ყლაპავენ კიდეც. ამ ინციდენტმა კი დომოკოს ციხის დაცვა და პოლიციის ოფიცრები უხერხულობაში ჩააგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ბერძენი პატიმრის მოსანახულებლად მისული 22 წლის გოგონა საეჭვოდ მიიჩნიეს და პოლიციისგან დახმარება ითხოვეს, რათა ის ფიზიკურად შეემოწმებინათ. “ძებნის” შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას თავისი შეყვარებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა და ამ ყველაფერს საკუთარ საცვლებში მალავდა.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალს ეგონა, რომ აღნიშნულ ადგილას ნარკოტიკი შეუმჩნეველი დარჩებოდა და თავის მეორე ნახევარს დანაბარებს მარტივად შეუტანდა, მაგრამ საბოლოოდ, ისიც დააპატიმრეს და ლამიას განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ