fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: უძრავი ქონების აგენტმა ახალგაზრდა მეუღლე მოკლა, რადგან განქორწინება სთხოვა

საზარელი შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, კავალაში მოხდა. 55 წლის მამაკაცმა, რომელიც უძრავი ქონების აგენტია, საკუთარი 43 წლის მეუღლე დაახრჩო. მკვლელობის მიზეზი კი ის გახდა, რომ ქალი ბოლო კვირების მანძილზე ქმარს განქორწინებას სთხოვდა, პათოლოგიური ეჭვიანობის გამო.

მამაკაცმა პოლიციაში თავად დარეკა და განაცხადა, რომ მეუღლე მოკლა. როცა ადგილზე ოფიცრები მივიდნენ, მამაკაცი ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, რომელიც მიანიშნებდა, რომ თვითმკვლელობა სცადა.

გარდაცვლილი ქალი ფარმაცევტი იყო და მკვლელობა სწორედ მის აფთიაქში მოხდა, სადაც მოწყობილი ჰქონდა მოსასვენებელი ოთახიც. მათ ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ, 6 და 10 წლის.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, წყვილს  პრობლემები დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ, მამაკაცი პათოლოგიურად ეჭვიანობდა და ამ ყველაფრის გაძლება ფარმაცევტისთვის შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ითხოვა განქორწინება, საბოლოოდ კი, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. დადასტურებულია, რომ ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა.

onalem

ტესტ