fbpx
კრიმინალი

25 წლის ემიგრანტმა ბერძენი ფეისბუქით გაიცნო, კრეტაზე ჩავიდა და თავი ჯოჯოხეთში ამოყო

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ათენში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მან რამდენიმე დღე კრეტაზე, ოთახში გამოკეტილმა გაატარა, სადაც თავდაპირველად მისვლისას, სულ სხვა რამეს ელოდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო…

25 წლის ბულგარელმა გოგონამ, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება, ფეისბუქის საშუალებით მამაკაცი გაიცნო და დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა. 35 წლის ბერძენი მას დაოჯახებას ჰპირდებოდა, მუდმივად ესაუბრებოდა და ყურადღებას იჩენდა. ერთი შეხედვით, ეს იყო იდეალური კაცი, რომლის ქცევაც ნებისმიერ ქალს მოხიბლავდა და სწორედ ასე აღმოჩნდა გოგონა მახეში. საბოლოოდ, ბერძენმა ის დაარწმუნა, რომ კრეტაზე ჩასულიყო და ასეც მოიქცა.

25 წლის ბულგარელი ირაკლიოში ჩავიდა, სადაც საყვარელი კაცის სახლში მისულს იქ თავად ის, მისი დედა, და და დის მეგობარი დახვდნენ, რამდენიმე წუთში მოიმწყვდიეს და ოთახში ჩაკეტეს. წაართვეს ტელეფონი, საბუთები და ყველანაირი საშუალება, რომ ოჯახს ან უბრალოდ გამვლელს დაკავშირებოდა.

რამდენიმე ხნის მანძილზე სცემდნენ, ემუქრებოდნენ და ამის ფონზე აიძულებდნენ სექსუალური კავშირი დაემყარებინა მამაკაცებთან, რომლებისგანაც ისინი თანხას იღებდნენ. 25 წლის გოგონა ტრეფიკინგს ემსხვერპლა.

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა თითოეული დამნაშავე.

როგორც ცნობილია, 35 წლის მამაკაცი გოგონას გერმანიაში წაყვანას უპირებდა, რათა თავისი საქმიანობა იქ გაეგრძელებინათ.

onalem

ტესტ